ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ს რეგიონში საქართველოზე უფრო მყარი მოკავშირე არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე არჩევნების წინ არსებული ვითარება

ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ს რეგიონში საქართველოზე უფრო მყარი მოკავშირე არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე არჩევნების წინ არსებული ვითარება

ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაში, რაც არჩევნების წინ გვაქვს, დასავლეთის განცხადებები ოპოზიციისთვის ერთგვარი სასიცოცხლო ჟანგბადია, რადგან მათ არც დიდი რესურსი აქვთ და არც ავტორიტეტი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნის ერთადერთი საფუძველი არის დასავლეთიდან წამოსული ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“.

„ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაში, რაც არჩევნების წინ გვაქვს, დასავლეთის განცხადებები ოპოზიციისთვის, რომ იტყვიან, ერთგვარი სასიცოცხლო ჟანგბადია, რადგან მათ არც დიდი რესურსი აქვთ და არც ავტორიტეტი. არც შეთავაზება არ აქვთ საზოგადოების მიმართ რაიმე უკეთესის და მათი პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნის ერთადერთი საფუძველი არის დასავლეთიდან წამოსული ეს ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“. ამის გარშემო ტრიალებენ და აქვთ ბაკქანალია ატეხილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი აშშ-ის მიერ „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების საკითხსაც გამოეხმაურა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-თან თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენ ვხედავთ სხვა განცხადებებსაც, სადაც საუბარია საქართველოსთან თანამშრომლობაზე. მე უფრო მეორე მხარეზე გავაკეთებდი აქცენტს. აშშ-ს ამ რეგიონში საქართველოზე უფრო მყარი, ათეული წლების განმავლობაში ეს სიმყარე გამოცდილია, მოკავშირე არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ამ არჩევნების წინ არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ვითარება სულ სხვა სახის იქნება და შეიცვლება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც უპირველესია და მას ყოველთვის დაიცავენ.

„ხდება-ხოლმე, როდესაც ქვეყნებს შორის, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, გარკვეული პერიოდით აზრთა სხვადასხვაობა ან ბუნდოვანება წარმოიშობა-ხოლმე, მაგრამ გლობალური და შორს მიმავალი ინტერესები გაცილებით უფრო მეტია, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაცილებით უფრო დიდია. აქედან გამომდინარე, იმას, რაზეც ჩვენი პრემიერ-მინისტრი საუბრობს, არის უალტერნატივო რამ, რაც დღეს თუ არა ხვალ ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება. დანარჩენი კი არის განცხადებები, რომელიც დროში უკვალოდ გაქრება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ლაზი ჯერ ერთი, არჩევნების შედეგებს გამოაცხადებენ გაყალბებულად და თუ ნეიტრალური და ობიექტური დამკვირვებლები არ გეყოლებათ, გადატრიალებას მოაწყობენ.
მეორეც, სომხეთი მზად არის საქართველო ჩაანაცვლოს. მართალია სტრატეგიული მდებარეობა მაინცდამაინც კარგი არ აქვთ, მაგრამ ამ ნიშის დასაკავებლად , უკან არაფერზე დაიხევენ. სომხები გაცილებით მოქნილ პოლიტიკას გაატარებენ, მით უმეტეს, თურქეთთან საზღვრებიც თუ გახსნეს. უკვე ატომური ელ. სადგურის მშენებლობა დააანონსეს, ჩვენთან კი 30 წელიწადში ძაღლის ბუტკა არ აშენებულა, ამერიკული ინვესტიციით. ის კი არა ჩინურ ინვესტციებს ბლოკავენ. ქუთაისის, დაანონსებული, ელექტრომობილების ქარხანა ჩინელებმა თავისით გადაიფიქრეს? ანაკლიის პორტიდანაც უპირებენ გაგდებას.
2 თვის უკან