„ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელი: ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო შევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია

„ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელი: ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო შევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია

ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო შევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია, - ამის შესახებ „ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელმა, ალექსანდრე ზიბზიბაძემ ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლო პერიოდში რომ საუბრობდა ყველა კვლევაზე, რომლის საფუძველზეც ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება ერთად გავიდნენ, ცალ-ცალკე, თუ ბლოკებად, ამაშიც ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება. ამ კუთხითაც ხელი შევუწყვეთ მათ და ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ გაიფლანგოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორი შევიდეთ კამპანიის რეჟიმში. ჩემი აზრით, რაც გვაქვს გასაკეთებელი იმას ვაკეთებთ მაქსიმალურად. ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია, რომელმაც სულ ორ დღეში უნდა გამოაცხადოს, რა ტიპის კონფიგურაციით წარდგება“, - აღნიშნა ზიბზიბაძემ

მერაბ.g ამნაირი ყითაგაგანიერებულები ქვეყანას ვერ ავნებენ!
2 თვის უკან