გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდის უვიც

გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდის უვიც "ჟურნალისტებს" ნორმალურ ამბად მიაჩნიათ ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება თურმე "ანტიდემოკრატიულია“

თაღლითი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული "ტვ პირველი" იმდენად შორს გაიჭრა, რომ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების საკითხს. ნაცპროპაგანდის უვიც "ჟურნალისტებს" თურმე ნორმალურ ამბად მიაჩნიათ ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება თურმე "ანტიდემოკრატიულია",  - ასე ეხმიანება "ტვ პირველის" სიუჟეტს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

ანალიტიკოსის თქმით,  მსგავს შემთხვევაში, თუნდაც აშშ-ის Secret Service დასაცავ პირზე ლაზერის მიმნათებელს ძალიან ხისტად გასცემდა პასუხს, მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვებდა სასამართლო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი ტელეკომპანიისგან არაფერს დატოვებდა, მის ყველა მავნებელ ვაიჟურნალისტს პასუხს აგებინებდა კანონის მთელი სიმკაცრით.

„თაღლითი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული "ტვ პირველი" იმდენად შორს გაიჭრა, რომ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების საკითხს. ნაცპროპაგანდის უვიც "ჟურნალისტებს" თურმე ნორმალურ ამბად მიაჩნიათ ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება თურმე "ანტიდემოკრატიულია".

მსგავს შემთხვევაში, თუნდაც აშშ-ის Secret Service დასაცავ პირზე ლაზერის მიმნათებელს ძალიან ხისტად გასცემდა პასუხს, მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვებდა სასამართლო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი ტელეკომპანიისგან არაფერს დატოვებდა, მის ყველა მავნებელ ვაიჟურნალისტს პასუხს აგებინებდა კანონის მთელი სიმკაცრით.

დროა, რომ ანტისახელმწიფოებრიობის ნაცპროპაგანდისტებს კანონმა აგებინოს პასუხი!“ - წერს გია აბაშიძე.

მერაბ.g ხაზარაძე ხარბი, უვიცი და თაღლითი რომაა ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შესაბამისად ჟურნალისტებსაც ასეთს აფინანსებს! არსებას ლემანი და ლამანში ვერ გაურჩევია და ქვეყნის აშენებას გვპირდება :)) ახლახან გამოქვეყნდა მისი მორიგი სიბრძნე - ღირსეული პარტნიორობა ოცნების რუსული პოლიტიკის შედეგიაო!
ჯერ ერთი, საქართველომ გადაწყვიტა გამწვირვალე გახადოს უცხოეთუდან (მათ შორის აშშ-დან) შემოსული თანხების ხარჯვა და ესაა მიზეზი; მეორე - ხაზარაძეს რა ტრეინინგოც არ უნდა ჩაუტარო, სტუდიამდე ვერ მოიტანს და დაუხმარებლად ვერ იტყვის რაა ეს "ღირსეული პარტნიორობა"მესამე - ეს პროექტი 2015 წლიდან მოქმედებს; გასაგებია ამას ჩვენ არავინ გვეტყვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც ამ საქმეზე აშუშუდან ფული წამოვიდა, რაღაც ყურით მოთრეული საბაბებით დიდი ნაწილი უკანაა წასული ცალკეული ჩინოსნების ჯიბეში! და ბოლოს - ვის რა ცოცარად უნდა ამერიკელების გაწვრთნილი ჯარი - სხვას არაფერს ვიტყვი, მარტო ავღანეთში ტრილიონის იარაღი ჩატოვეს, ცალ ფეხზე მდგომი იქაურები ჩატოვეს და კისრისტეხით გამოიქცნენ!
2 თვის უკან