„ბლუმბერგი“ - ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტის კრიტიკის გამო, ბუდაპეშტმა გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა

„ბლუმბერგი“ - ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტის კრიტიკის გამო, ბუდაპეშტმა გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა

გერმანიაში აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტის კრიტიკის გამო, ბუდაპეშტმა გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ბუდაპეშტმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო, წინასწარი გაფრთხილების გამო გააუქმა, რამაც ბერლინის გაოცება გამოიწვია.

ამასთან „როიტერთან “ საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნა, რომ უნგრეთისა და გერმანიის საგარეო მინისტრების შეხვედრა გადაიდო. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ორბანზე არაა დამოკიდებული.

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა უნგრეთის მთავრობის მეთაურს 5 ივლისს უმასპინძლა. პუტინისა და ორბანის შეხვედრაზე მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომიც იყო.