ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა საგასტროლო პროგრამის ფარგლებში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ წარადგინა.
წარმოდგენას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
სპექტაკლის ჩვენება გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელშეწყობით განხორციელდა, რომლის მიზანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობაა