ლელა რაზიკაშვილი: ამ ბიჭებმა და მთლიანად საფეხბურთო სტაფმა ერთიანი, გამახარებელი საქართველოს მოდელი შექმნეს. დაანახეს ყველას, რომ თუ ასე ერთიანი ვიქნებით, გაყოფას არ შევეცდებით, ეს არის სწორედ გამარჯვების ფორმულა

ლელა რაზიკაშვილი: ამ ბიჭებმა და მთლიანად საფეხბურთო სტაფმა ერთიანი, გამახარებელი საქართველოს მოდელი შექმნეს. დაანახეს ყველას, რომ თუ ასე ერთიანი ვიქნებით, გაყოფას არ შევეცდებით, ეს არის სწორედ გამარჯვების ფორმულა

ამ ბიჭებმა და მთლიანად საფეხბურთო სტაფმა ერთიანი, გამახარებელი საქართველოს მოდელი შექმნეს. დაანახეს ყველას, რომ თუ ასე ერთიანი ვიქნებით, არ ვუღალატებთ, გაყოფას არ შევეცდებით, არ დავაბეზღებთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის სწორედ გამარჯვების ფორმულა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.

„საერთო სახალხო სიხარული მივიღეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს პროცესი შექმნა. მადლობა მათ [ფეხბურთელების] მშობლებს პირველ რიგში, რომ გაზარდეს ასეთი წარმატებული ადამიანები. კარგი მოქალაქეები გაზარდეს. მადლობა ხელისუფლებას, საფეხბურთო სტაფს, ფედერაციას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს [ეროვნული ნაკრებისადმი მიძღვნილი] დღესასწაული დარჩენილიყო საერთო სახალხო დღესასწაულად და არ დაყოფილიყო, თორემ ცდუნებას რა უნდა. ერთ ოჯახშიც არ არის ყველა საერთო აზრზე. ყველას აქვს საკუთარი აზრი, გუნდში კი არა, ოჯახშიც, მაგრამ ყველა [ფეხბურთელი] აცნობიერებდა თავის როლს და პასუხისმგებლობას, რომ ყველაზე მთავარი იყო საქართველოს ერთიანი სიხარული და ამ ერთიანობის სიხარულს მთელი საფეხბურთო სტაფი და ყველა, ვინც ამას აორგანიზებდა, ამას [ერთიანობას] გაუფრთხილდა. ამ ბიჭებმა და მთლიანად საფეხბურთო სტაფმა ერთიანი, გამახარებელი საქართველოს მოდელი შექმნეს. დაანახეს ყველას, რომ თუ ასე ერთიანი ვიქნებით, არ ვუღალატებთ, გაყოფას არ შევეცდებით, არ დავაბეზღებთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის სწორედ გამარჯვების ფორმულა“, - აღნიშნა რაზიკაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.