თამთა მეგრელიშილი ნაკრების განცხადებაზე-ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური წვლილი შეუფასებელია ამ ბიჭების დაფასებაში

თამთა მეგრელიშილი ნაკრების განცხადებაზე-ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური წვლილი შეუფასებელია ამ ბიჭების დაფასებაში

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილი ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც ნაკრების სახელით მადლობას უხდის ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის.

მეგრელიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური წვლილი შეუფასებელია ამ ბიჭების დიდ წარმატებაში, მათ დაფასებაში!

„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
მივესალმები საქართველოს ეროვნული გუნდის ამბიციას იყოს უკეთესი!

ფაქტია ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური წვლილი შეუფასებელია ამ ბიჭების დიდ წარმატებაში, მათ დაფასებაში!

ბიძინა ივანიშვილის მიმართ მათი შემხვედრი მადლიერებაც ქართულად, კაცური საქციელია! წარმატებები ჩვენს ბიჭებს, მადლობა გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ ეროვნული ღირსების საჩვენებელ თამაშებში!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.