შარლ მიშელი რუსეთში ორბანის შესაძლო ვიზიტზე: როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარეობას რუსეთთან ევროკავშირის სახელით ურთიერთქმედების მანდატი არ აქვს

შარლ მიშელი რუსეთში ორბანის შესაძლო ვიზიტზე: როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარეობას რუსეთთან ევროკავშირის სახელით ურთიერთქმედების მანდატი არ აქვს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტის შესახებ.

მანამდე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რონ ვიქტორ ორბანი მოსკოვში ხვალ ჩავა.

„როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარეობას რუსეთთან ევროკავშირის სახელით ურთიერთქმედების მანდატი არ აქვს. ევროპული საბჭოს პოზიცია მკაფიოა: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსია შეუძლებელია“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.