ილია მეორე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

ილია მეორე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.

შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.

ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა.

შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.​ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ასევე საფეხბურთო ნაკრების წევრებმა.