ვლადიმერ პუტინი: თუ კიევი და მისი სპონსორები მზად იქნებიან, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება მოგვცემს საშუალებას საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ

ვლადიმერ პუტინი: თუ კიევი და მისი სპონსორები მზად იქნებიან, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება მოგვცემს საშუალებას საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ

რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული უკრაინის კრიზისის მოგვარების ვარიანტი, კიევის და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას გააჩენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ წარმოვადგინეთ [კონფლიქტის] მოგვარების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც, თუკი უკრაინული მხარე და, რაც მთავარია, მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან მიიღონ, მოგვცემს საშუალებას, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და დავიწყოთ მოლაპარაკებები“, - განაცხადა პუტინმა.