„ბლუმბერგი“:  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ათამდე დემოკრატმა შესაძლოა, ხელი მოაწეროს წერილს, რომლითაც ბაიდენს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოსთხოვენ

„ბლუმბერგი“: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ათამდე დემოკრატმა შესაძლოა, ხელი მოაწეროს წერილს, რომლითაც ბაიდენს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოსთხოვენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ათამდე დემოკრატმა შესაძლოა, ხელი მოაწეროს წერილს, რომლითაც ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოსთხოვენ. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ჯო ბაიდენი კარგავს მხარდაჭერას დემოკრატი დეპუტატების მხრიდან, რომლებიც შეშფოთებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ბაიდენის კანდიდატურამ შესაძლოა, ქვეყანა რესპუბლიკელების და ტრამპის გამარჯვებამდე მიიყვანოს.

ამასთან, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, წერილზე საუბარიც კი მიანიშნებს, რომ დემოკრატები პანიკაში არიან.