Reuters: კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის ჩანაცვლების მთავარი ალტერნატივაა, თუ ის გადაწყვეტს გამოეთიშოს საპრეზიდენტო რბოლას

Reuters: კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის ჩანაცვლების მთავარი ალტერნატივაა, თუ ის გადაწყვეტს გამოეთიშოს საპრეზიდენტო რბოლას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის ჩანაცვლების მთავარი ალტერნატივაა, თუ ის გადაწყვეტს გამოეთიშოს საპრეზიდენტო რბოლას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში, „დემოკრატიულ“ პარტიასა და ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას ბაიდენის დებატებმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პანიკის ტალღა გამოიწვია „დემოკრატიულ“ პარტიაში იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ბაიდენი მეორე ვადით პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებას.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენს დებატების დროს უბრალოდ ცუდი სრამო ჰქონდა და ის გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას.