ოთარ კიტეიშვილი: თავს იდეალურად ვგრძნობ, შეუძლებელია სხვანაირად ვიგრძნო დღეს. ეს ყველაფერი ისტორიას და ჩვენს გონებას სამუდამოდ დარჩება

ოთარ კიტეიშვილი: თავს იდეალურად ვგრძნობ, შეუძლებელია სხვანაირად ვიგრძნო დღეს. ეს ყველაფერი ისტორიას და ჩვენს გონებას სამუდამოდ დარჩება

თავს იდეალურად ვგრძნობ, შეუძლებელია სხვანაირად ვიგრძნო დღეს, - ასე უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ გრძნობს თავს ჯანმრთელობის მხრივ, რადგან ცნობილია, რომ საქართველო-ესპანეთის დროს ტრავმა მიიღო.

„ეს ყველაფერი ისტორიას და ჩვენს გონებას სამუდამოდ დარჩება. ამაყები ვართ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვართ. თავს იდეალურად ვგრძნობ, შეუძლებელია სხვანაირად ვიგრძნო დღეს“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.