უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ომის დაწყებიდან პირველად უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, ვიქტორ ორბანის კორტეჟი კიევში უნგრეთის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება. დაგეგმილია ორბანის შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
მანამდე ინფორმაცია ორბანის კიევში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ Financial Times-მა გაავრცელა.