ავსტრალიის პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელმაც სიდნეის უნივერსიტეტში კაცი დაჭრა

ავსტრალიის პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელმაც სიდნეის უნივერსიტეტში კაცი დაჭრა

ავსტრალიის პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც სიდნეის უნივერსიტეტში დანით შეიარაღებული მივიდა და 22 წლის კაცი დაჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი მოზარდი თავდასხმის შემდეგ სასწავლებლიდან გამოვიდა და ავტობუსში ჩაჯდა. ის საავადმყოფოსთან ახლოს დააკავეს. სამართალდამცველების მონაცემებით თავდამსხმელი და დაზარალებული ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.

მომხდარის გამო სასწავლებელი დროებით დაკეტეს.