აშშ-ის უზენაესი სასამართლო: დონალდ ტრამპი ნაწილობრივ დაცულია სამართლებრივი დევნისგან

აშშ-ის უზენაესი სასამართლო: დონალდ ტრამპი ნაწილობრივ დაცულია სამართლებრივი დევნისგან

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამართლებრივი დევნისგან მნიშვნელოვანი იმუნიტეტის უფლება აქვს.

როგორც The New York Times-ი წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის აუცილებლად გააჭიანურებს 6 იანვრის საქმეზე მის წინააღმდეგ საქმის განხილვას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა განაცხადა, რომ ტრამპს აქვს, სულ მცირე, სავარაუდო იმუნიტეტი მისი ოფიციალური ქმედებებისთვის.

„ამრიგად, პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მისი ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისთვის და მას აქვს უფლება, სულ მცირე, სავარაუდო იმუნიტეტი ჰქონდეს სამართლებრივი დევნისგან ყველა ოფიციალურ ქმედებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯონ რობერტსმა.