გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ უნდა პატიმრების ამნისტია საარჩევნოდ გამოიყენოს - ჩვენ ამნისტიას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხელისუფლებას ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ უნდა პატიმრების ამნისტია საარჩევნოდ გამოიყენოს - ჩვენ ამნისტიას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხელისუფლებას ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თავდაპირველად პატიმრების ამნისტიის ინიციატივა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა და „ახლა ეს უნდათ საარჩევნოდ გამოიყენონ“.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ „ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მისცეს“.

„თავის დროზე ამნისტიის ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან იყო, მას მხარი „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა და ახლა უნდა ეს საარჩევნოდ გამოიყენოს. ზოგადად, ჩვენ ამნისტიას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ - აი, ეს არის ნომერ პირველი პრინციპი. 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებების დღე მოდის, რომ საქართველომ სწრაფად ევროპისკენ სვლა გააგრძელოს“, - განაცხადა ვაშაძემ.