საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის კოჰაბიტაციური მთავრობის პრემიერ მინისტრი იქნება

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის კოჰაბიტაციური მთავრობის პრემიერ მინისტრი იქნება

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის კოჰაბიტაციური მთავრობის პრემიერ მინისტრი იქნება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას პატივს სცემს.

ჯორდან ბარდელას თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, საფრანგეთისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება. „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერები აცხადებენ რომ პარტიის მიზანი ახლა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებაა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ამომრჩეველთა ხმების 34% მიიღო, მეორე ადგილზე ხმათა 28%-ით ულტრამემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა, ემანუელ მაკრონის ბლოკს „ერთად რესპუბლიკისთვის“- ხმა მისცა ამომრჩეველთა 21%-მა.