ჯო ბაიდენის პოლიტიკური რეიტინგი, დონალდ ტრამპთან მისი პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, მნიშვნელოვნად დაეცა.
CBS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ამომრჩეველთა 72% მიიჩნევს, რომ ბაიდენს პრეზიდენტის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად საჭირო კოგნიტიური ჯანმრთელობა არ აქვს.
СNN-ი იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კატასტროფული დებატების შემდეგ, სასოწარკვეთილი ცდილობს საკუთარი საარჩევნო კამპანია გადაარჩინოს.
Politico-ს ცნობით, ბაიდენს ოჯახის წევრები საარჩევნო რბოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, ხოლო დებატებში განცდილ კრახზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტის მრჩევლებს აკისრებენ.
დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის 27 ივნისს გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრით, ის საღამო მოქმედი პრეზიდენტისთვის წარუმატებელი იყო.