გერმანელმა პოლიციელებმა მოკლეს დანით შეიარაღებული კაცი, რომელიც სამართალდამცველებს დაესხა თავს. ამის შესახებ Deutsche Welle პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ბავარიაში, ნიურნბერგის მახლობლად ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე მოხდა. კაცი ჯერ პოლიციის მანქანას დაესხა თავს და როცა პოლიციელები ავტომობილებიდან გადმოვიდნენ, მათზე სცადა თავდასხმა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. ის ადგილზე დაიღუპა. ინციდენტის შედეგად არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.
თავდამსხმელის ვინაობა და მოტივები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.