BBC: საქართველო გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს ტურნირზე ზღაპრული გამოსვლის შემდეგ, რომლითაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა

BBC: საქართველო გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს ტურნირზე ზღაპრული გამოსვლის შემდეგ, რომლითაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა

საქართველო გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს ტურნირზე ზღაპრული გამოსვლის შემდეგ, რომლითაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - ასე აფასებს ევროპის პირველობაზე ჯვაროსნების წარმატებულ დებიუტს BBC-ი.

„გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც შესანიშნავი თამაშითა და პლეიოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ, საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და დიდხანს უძღვნიდნენ აპლოდისმენტებს თავიანთ ფეხბურთელებს“, - ნათქვამია სტატიაში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას აფასებს რადიო BBC-იც.

„საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა ამ ტურნირზე იმისათვის, რომ მათი ფანები ამაყები იყვნენ. საქართველომ მთავარ ევროპულ ტურნირზე დებიუტით უნდა იამაყოს“, - ნათქვამია პოსტში.