ირაკლი კობახიძე: ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!

ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს. 

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს ეხმაურება, რომელიც დღეს, კიოლნში გაიმართება და აღნიშნავს, რომ საქართველო დღესაც მოსაგებად მიდის.

„ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!!  თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!!,"- წერს პრემიერ-მინისტრი.