ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებთან ერთად დაესწრო.
,, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო გურული ღვინის ფესტივალმა, რომელიც მესამე წელია ტარდება.
აღნიშნული ფესტივალი მიზნად ისახავს, გურული ენდემური ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ღვინის პოპულარიზაციას და ასევე, გურიის რეგიონში მევენახეობის განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც ცნობილი ღვინის მწარმოებლები, აგრეთვე, ადგილობრივი მცირე საოჯახო ტიპის მარნები. ყოველწლიურად ფესტივალი უფრო მეტად პოპულარული ხდება და მასში მონაწილეობის სურვილს არაერთი კომპანია გამოთქვამს",- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.