გურია შავი ზღვის ახალი საკურორტო სეზონისთვის მზად არის. ადგილობრივი ხელისუფლება და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” აქტიურად ზრუნავენ, რომ შეიქმნას დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემო.
სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა- დანადგარები და სპეციალური ტექნიკა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე გაეცნო გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს.