ყოველდღე ვმუშაობ იმის გამო, რომ ეს ტურნირი მაღალ დონეზე მეთამაშა და ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„კონცენტრაცია და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს, ვემზადებით. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.