ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა ძლიერი და საიმედო პარტნიორობის დასამყარებლად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გერმანელი წევრი, ჰელმუტ შოლცი წერს.
„საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირებისთვის, მშვიდობისა და დემოკრატიის გასამყარებლად. კარის ჩაკეტვა არ არის გამოსადეგი პასუხი გაწეული ძალისხმევისთვის“, - განაცხადა მან.
ევროპულმა საბჭომ საქართველოში ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.