ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს, მართალია, პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის ჩვენი უძვირფასესი მრავალეროვნული, მრავალფეროვანი ქვეყანა, რომელიც საუკეთესოს იმსახურებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველაფერი გავაკეთოთ ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ამ ქვეყნის ძლიერებისთვის, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული.
"ესაა ჩვენი სულისკვეთება და შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.