Bild: მილიარდერი საფეხბურთო გუნდს დიდ პრიზს ჰპირდება

Bild: მილიარდერი საფეხბურთო გუნდს დიდ პრიზს ჰპირდება

გერმანული გამოცემა Bild-ი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებაზე და იმ ჯილდოზე წერს, რომელიც გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილმა დააწესა.

„პორტუგალიის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის და სენსაციური გამარჯვების შედეგად ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველომ მერვედ ფინალის ბილეთი მაინც მოიპოვა. შემდეგ რაუნდში გასვლის შემთხვევაში, ქართველ ვარსკვლავებს შეუძლიათ დამატებითი პრიზითაც გაიხარონ.

ქართველმა მილიარდერმა ეროვნულ ნაკრებისთვის მსუყე 30 მილიონი ლარის (10 მილიონი ევრო) ოდენობის პრემია დააწესა. თუმცა ბიძინა ივანიშვილი ამით არ დაკმაყოფილდა, იმ შემთხვევაში თუ „ბაიერნის“ ყოფილი ვარსკვლავის ვილი სანიოლის გუნდი მერვედფინალში ფავორიტ ესპანეთს დაამარცხებს, საქართველოს ვარსკვლავები კიდევ 30 მილიონს მიიღებენ.

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ისტორიული და გასაოცარი გამარჯვებისთვის.

ბიძინა ივანიშვილი ითვლება საქართველოში ყველაზე ძლევამოსილ და გავლენიან ადამიანად, ის არის სამთავრობო პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

საქართველოს პარლამენტის ბევრი დეპუტატი ეროვნული ნაკრების წარმატებას სხდომის დაწყებამდე ნაკრების ფორმაში გამოწყობილები, სიმღერებით და ეროვნული დროშებით ზეიმობდა. თამაშის ღამეს ქართველებმა გაემარჯვა ავტოკოლონებით და ფოიერვერკებით აღნიშნეს.

ფაქტია ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველო ტურნირისთვის უკვე შენაძენია“, - აღნიშნულია სტატიაში.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე, კიოლნში გამართავს. ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს, 12 საათზე დაიწყება.