საფრანგეთში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნების წინ პარიზში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე მყოფებს სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც ხმათა უმრავლესობა მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მოიპოვა.
რიგგარეშე არჩევნები საფრანგეთში 30 ივნისს და 7 ივლისს უნდა გაიმართოს.