BBC: ბაიდენის გამოსვლის შემდეგ დემოკრატები კუთხეში არიან მოქცეულები

BBC: ბაიდენის გამოსვლის შემდეგ დემოკრატები კუთხეში არიან მოქცეულები

ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი მზად იყო გამარჯვებისთვის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დებატების შემდეგ, თუმცა ამის ნაცვლად კუთხეში მოექცნენ, - ასე აფასებს აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დებატების შედეგს BBC.

გამოცემა წერს, რომ დებატების შემდეგ მედიასთან საუბრებში ბაიდენის შტაბის წარმომადგენლები ცდილობდნენ აქცენტი იმაზე გადაეტანათ, რომ ტრამპი დებატების დროს ბევრს იტყუებოდა, თუმცა ისმოდა კითხვა - უნდა იყოს თუ არა 81 წლის ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

BBC-ს ცნობით, ბაიდენის მხარდამჭერებიც კი აღიარებენ, რომ მისმა გამოსვლამ დებატებზე მის ასაკთან დაკავშირებული შეშფოთება ვერ გააქარწყლა. დემოკრატების სტრატეგმა დევიდ პლუფმა, რომელიც 2008 წელს ბარაკ ობამას საარჩევნო შტაბში მუშაობდა, აღნიშნა: „ტრამპსა და ბაიდენ შორის თითქოს 30-წლიანი სხვაობა იყო. ჩემი აზრით, ამომრჩევლებისთვის ეს რთული იქნება“.

ზოგმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ბაიდენის კანდიდატურა უნდა შეიცვალოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის მოქმედი პრეზიდენტია, არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა, ახალი კანდიდატის შერჩევის ქაოსური პროცესი კი ნოემბერში გამარჯვების შანსებს ამცირებს.

ამანდა ლიტმანი, რომელიც დემოკრატიულ პარტიაში ახალგაზრდა კანდიდატების მოზიდვით არის დაკავებული, აღნიშნავს, რომ „დებატებმა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანი გერონტოკრატიის დასრულება, მას შემდეგ რაც გადავარჩენთ დემოკრატიას და დავამარცხებთ ტრამპს“.

Gami ამათთან შედარებით, ასაკით ბრეჟნევი, ანდროპოვი და ჩერნენკო ყმაწვილები იყვნენ! ამერიკული გერონტოკრატია!
2 დღის უკან
Gami ამათთან შედარებით, ასაკით ბრეჟნევი, ანდროპოვი და ჩერნენკო ყმაწვილები იყვნენ! ამერიკული გერონტოკრატია!
2 დღის უკან