ლევან კობიაშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ბიჭები გულშემატკივრების ნაკლებობას არ იგრძნობენ სტადიონზე

ლევან კობიაშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ბიჭები გულშემატკივრების ნაკლებობას არ იგრძნობენ სტადიონზე

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ბიჭები გულშემატკივრების ნაკლებობას არ იგრძნობენ სტადიონზე, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ბიჭები გულშემატკივრების ნაკლებობას არ იგრძნობენ სტადიონზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ამ სამ თამაშზე სტადიონზე იყვნენ. უბრალოდ წარმოუდგენელი გრძნობა იყო სტადიონზე ამდენი ქართველი ნაკრების მაისურიანი გულშემატკივრების დანახვა, ქართული დროშების. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესპანეთის თამაშზეც არ ვიქნებით გულშემატკივრები უმცირესობაში, ვიხმაურებთ და დავეხმარებით ბიჭებს ამ თამაშზე“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.