იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის ინსტიტუტებში წამყვანი თანამდებობების განაწილების გეგმები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს გეგმა უგულებელყოფს ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პარტიების წარმატებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, ჯერ არ გაჩენილა სურვილი, გათვალისწინებული იყოს ის, რაც მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთებთან თქვეს“, - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.
ჯორჯია მელონიმ ევროკავშირს „ბიუროკრატიული გიგანტი“ უწოდა, რომლის არჩევანიც იდეოლოგიით არის ნაკარნახევი.
იტალიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ნეიტრალურ სუბიექტებად იყო ჩაფიქრებული.