ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ეს ლოიდ ოსტინსა და ანდრეი ბელოუსოვს შორის პირველი კონტაქტია.
თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც მოსკოვმა ვაშინგტონს ყირიმზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დააკისრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრისას ბელოუსოვმა ოსტინი გააფრთხილა, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შემდგომი ესკალაციის საფრთხეს ქმნის.
პენტაგონი კი იუწყება, რომ ლოიდ ოსტინი რუს კოლეგას ორ ქვეყანას შორის ღია საკომუნიკაციო ხაზების აუცილებლობაზე ესაუბრა.