Reuters: ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე შეთანხმდნენ

Reuters: ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე შეთანხმდნენ

ევროპული პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს. ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიო კოშტა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრების თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნება, ხოლო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გახდება.