წყალდიდობამ სამხრეთ დაკოტას შტატს სერიოზული ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.
ადიდებულმა მდინარემ მთავარი სარკინიგზო ხიდი ჩაანგრია. ბერლინგტონისა და ჩრდილოეთ სანტაფეს დამაკავშირებელი ნაგებობა ტვირთის გადაზიდვის მთავარი მაგისტრალი იყო.
შტატის გუბერნატორის თქმით მისი დაზიანებით გამოწვეული ზარალი, შტატის ეკონომიკაზე გავლენას რამდენიმე თვის განმავლობაში მოახდენს.