ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ულტრათანამედროვე პორტატიული ექოსკოპი გადასცა საჩუქრად. ტექნიკის გადაცემასთან ერთად, სააგენტომ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში რადიოლოგების გადამზადება უზრუნველყო. სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძისა და რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის თამარ ჩარკვიანის თქმით, სკრინინგ ცენტრი მუდმივად ცდილობს განაახლოს სამედიცინო აღჭურვილობის ბაზა, რათა გააუმჯობესოს სამედიცინო სერვისების მიწოდება. ეს აპარატი მნიშვნელოვანია კიბოს სკრინინგის პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის მაჩვენებლის გაზრდისთვის და ყველა მობილური ერთეული რაც არის სკრინინგ ცენტრში, მუშაობს სწორედ ამ მიზნით. ეს აპარატიც, სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ მანქანასთან - მამომობილთან ერთად გამოიყენება საქართველოს რეგიონებში კიბოს სკრინინგის კვლევების ჩატარებისთვის.