საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან შერჩეული მოსწავლეები იღებდნენ.
სკოლის რაუნდში 200 სკოლის 1374-მა მოსწავლე ჩაერთო, ეროვნულ ტურში კი საუკეთესო რეიტინგის მქონე 161-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ტესტირების შედეგების საფუძველზე 11 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის არიან:
• ანა ნიკოლაიშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
• მირიან ფაიქიძე, ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა;
• დემეტრე არდოტელი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
• საბა მინდელი, ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლა;
• ანა მაისურაძე, ახალი სკოლა (New School, International School of Georgia);
• ანი გვარამაძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
• გიორგი პეტუაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
• თენგო გელაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
• თედო კილაძე, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი;
• გიორგი ნემსაძე, ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა;
• მარიამ მაისურაძე, მწვანე სკოლა.
გამარჯვებულები ეკონომიკის ოლიმპიადის საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 5 აგვისტოს დაიწყება და მასში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უკრაინელი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. ბანაკში ქართველი მოსწავლეები ფინალურ ტურში ასპარეზობისთვის მოემზადებიან.
ფინალურ რაუნდში გამოვლენილი, საუკეთესო შედეგის მქონე 5 ქართველი მონაწილე კი სექტემბერში საბერძნეთში გაემგზავრება საერთაშორისო ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოში უკვე მეორედ იმართება. ინიციატივის გენერალური მხარდამჭერები არიან Economic Fundamentals Initiative, საქართველოს ბანკი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ეკონომიკის ოლიმპიადის პარტნიორები კი არიან Skillwill, BMG, UN Women.