უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, ჟურნალისტური გამოძიების გამო უმაღლეს რადაში დაიბარეს. საქმე ეხება მისი მოადგილის, დმიტრი ვერბიცკის ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.
ცნობას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამ-გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კოსტინის რადაში დაბარებას 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა. გენერალური პროკურორი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დღეს უნდა წარდგეს.