სამხრეთ იტალიის სანაპიროებთან ორი ხომალდის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაკარგულია. ამის შესახებ BBC იუწყება. 60 დაკარგულს შორის 26 არასრუწლოვანია. ამ ორი ხომალდით ლიბიიდან და თურქეთიდან იტალიისკენ მიმავალი მიგრანტები ცდილობდნენ ევროპაში მოხვედრას.
გაეროს ლტოლვილთა და დევნილთა სააგენტოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, დაკარგულთა და დაღუპულთა შორის არიან სირიის, ეგვიპტის, პაკისტანისა და ბანგლადეშის მოქალაქეები.
„ოჯახებია დაღუპული. ისინი თურქეთიდან 8 დღის წინ წამოვიდნენ, მგზავრობისას არც შესაბამისი აღჭურვილობა ჰქონდათ და უკვე როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, არც სხვა ხომალდების ეკიპაჟები დახმარებიან“, - განაცხადა ორგანზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენელმა შაკილა მოჰამადიმ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე სამხრეთ ევროპის სანაპიროებზე 20 ათასზე მეტი მიგრანტია დაღუპული.