თინა ბოკუჩავა: ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი

თინა ბოკუჩავა: ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი

ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია, ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას – მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის, რადგან დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ პარტია „ლელო“.

„ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. დღეს ყველა შეხვედრა, იქნება ეს საპროტესტო აქცია თუ ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ ოპოზიციური ერთობა. ჩვენი ვალია, საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ, ამიტომ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრე დიდი ერთობის, რადგან ფრაგმენტაცია, დაქუცმაცება და დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მორიგ ჯერზე შეეცადოს, მოახდინოს არჩევნებით მანიპულირება. ახლა ამის შესაძლებლობა ივანიშვილს არ უნდა მიეცეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მერაბ.g თავიდან ბოლომდე ღალატი არაა შენ პარტიის ფორმულა ბატის თავკისერა პირველო მეცოცხევ? ღალატი ქვეყნის - ტერიტორიების ჩაბარება და ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომლითაც ომის დაწყება ჩვენ გვბრალდებოდა; ღალატი ხალხის და ბიუჯეტისა და ბიზნესის გაზარცვა; ღალატი გამოხატვის უფლებების და 7 ნოემბერი, 26 მაისი, 6 მაისი, 15 ივნისი ... ტვ-ების დარბევები ... ღალატი ადამიანის უფლებების და მასობრივი წამებები ციხეებში, ქუჩაში დახვრეტები - გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გამცემლიძე, თეთრაძე, შავაძე ... არჩევნების სისტემატიური გაყალბებები, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტისთვის მიყიდვა ...
მეტი რა უნდა გექნათ?
4 კვირის უკან