დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებული მოსასვენებელი სივრცის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე კონტრაქტორი კომპანია დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიხედვით სივრცეში გაკეთდება საფეხმავლო ბილიკი, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები, დამონტაჟდება განათების სისტემა, ასევე ტერიტორია გამწვანდება. სამუშაოების ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს.