დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთებას აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურა ხუთ მისამართზე მოწესრიგდა. თევდორე მღვდლის ქუჩის მეორე ჩიხის N7 ეზოში, თევდორე მღვდლის ქუჩის N8-ში, ასევე, წერეთლის გამზირის N59, N77 და N103-ის მიმდებარედ, ჯამში, ასფალტის საფარი 1098 კვ.მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც 58 817 ლარი გამოიყო