დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის 32-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანზე ხელოვნური ბალახის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. აღნიშნული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 75 000 ლარით ფინანსდება.