საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი სამართალდამცავ ორგანოებს გიორგი ბარამიძის დაკითხვისკენ მოუწოდებს. როგორც ჯაჭვლიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ძალიან აკვირვებს "ნაციონალების" მოთხოვნა, რომ პარლამენტმა დაგმოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.
ჯაჭვლიანის შეფასებით, ძალიან ცუდია ის, რაც ხდება უკრაინაში, თუმცა უპირველეს ყოვლისა "ნაციონალებმა" უნდა დაგმონ 7 ნოემბერი და 26 მაისი. ჯაჭვლიანმა აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა.