ევრო (EUR), რომლის პირობითი სიმბოლოა €, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური ვალუტაა.
ეს არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა და აშშ დოლარის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე მყარი ვალუტების სიაში, მეორე ადგილს იკავებს.
ევრო მიმოქცევაში 1999 წლის 1 იანვარს შევიდა. თავიდან, გამოიყენებოდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებისთვის, 2002 წლის 1 იანვრიდან კი ნაღდი ანგარიშსწორების საშუალება გახდა.
ის, თუ სიმყარით რომელი ადგილი განესაზღვრება ვალუტას მსოფლიო ვალუტების სიაში, დამოკიდებულია პროდუქციასა და მომსახურებაზე ანგარიშსწორების ოპერაციების მოცულობებით.
არის თუ არა ევრო აშშ დოლარის კონკურენტი
ევროს შემოღება განაპირობა აშშ დოლარის, როგორც მსოფლიოს ძირითადი ვალუტის მიმართ ერთგვარმა უნდობლობამ. ფაქტობრივად, ევრო უნდა ქცეულიყო აშშ დოლარის ალტერნატივად, რაც თითქმის განხორციელდა კიდეც.
შემოღებისთანავე, ევრო იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეზერვო ვალუტად და დღეს ეროვნული ბანკების მიერ ფართოდ გამოიყენება სავალუტო რეზერვების შევსებისთვის.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ევროსა და აშშ დოლარს შორის სერიოზული და მძაფრი კონკურენციაა:
- წლების განმავლობაში, ძალიან ბევრმა მსხვილმა ფინანსურმა ჯგუფმა, ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელებისათვის უარი თქვა აშშ დოლარის გამოყენებაზე და ევროს გამოყენებაზე გადავიდა.
- მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სავალუტო რეზერვებში ევროს წილი დაახლოებით 26 %-ს შეადგენს.
- ამჟამად, ნაღდ ფულად მიმოქცევაში თითქმის 1 ტრილიონი ევროა ჩაშვებული, რაც ნაღდ მიმოქცევაში არსებულ აშშ დოლარის რაოდენობას ბევრად არ ჩამოუვარდება.
- არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ევრო ფორექსის ბაზარზეც.
რა ახდენს გავლენას ევროს კურსზე
ევროს ბეჭდვასა და სტაბილურობას ახორციელებს ევროპის ცენტრალური ბანკი (European Central Bank), რომელშიც შედის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული ბანკები.
ევროს კურსზე გავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. სწორედ, ამიტომ კურსის ცვლილება საკმაოდ ხშირად ხდება.
თუმცა, ფაქტი, რომ ევრო სიმყარით ვალუტებს შორის მეორე ადგილს იკავებს ნიშნავს, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან მყარი და სანდო ვალუტაა.