ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად გაეცნო.