შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს: როგორ არ ვახსენო, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით. როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები

შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს: როგორ არ ვახსენო, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით. როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები

როგორ არ ვახსენო ქალბატონო ხატია, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით. როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები. არ ვახსენო ეს?, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის შემდეგ მიმართა.

შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას ხატია დეკანოიძის რეპლიკა მოჰყვა, რომ უჩივლებდა, რაზეც თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეუძლია უჩივლოს.

„კი ბატონო, აბა მიჩივლეთ, მიჩივლეთ.

სირცხვილია უბრალოდ, სირცხვილი. უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ ამ დარბაზში, არ გრცხვენიათ? და დღესაც თანამშრომლობთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. პირდაპირ მეგობარი ხართ იმ ადამიანის, რომელმაც შემოაპარა აქ თქვენი პარტიის ლიდერი. ვგულისხმობ გია ლორთქიფანიძეს და მასთან კავშირს. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირი. ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატზე და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი. იმ დაზვერვისა, რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ თქვენმა მეგობარმა შემოაპარა აქ მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია და თუ სისხლი ან რამე დაიღვრებოდა, ზუსტად ამისთვის შემოაპარა აქ. საერთოდ ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.