იმაზე საუბარი, თითქოს ვიღაცას გადასახადების გადახდა არ უნდა, არასერიოზულია, მაგრამ სერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ამან უნდა წაახალისოს ქართული ბიზნესი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა კოვიდპანდემიის დროს 100 მილიონზე მეტი ბიუჯეტში ჩარიცხა, ქველმოქმედებაში 3 მილიარდი აქვს დახარჯული და გადაიანგარიშეთ ახლა, რა თანხა უნდა იყოს ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით ხშირად არ გაუღია. ასე რომ იმაზე საუბარი თითქოს ვიღაცას გადასახადების გადახდა არ უნდა, არასერიოზულია, მაგრამ სერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ამან უნდა წაახალისოს ქართული ბიზნესი, რომ დააბრუნონ კაპიტალი, შემოიტანონ უცხოეთში არსებული კაპიტალი საქართველოში და ამით ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.