მამა ილია: როცა ერს შია მღვდლები 100 000 $ მანქანებით არ უნდა დადიოდნენ

მამა ილია: როცა ერს შია მღვდლები 100 000 $ მანქანებით არ უნდა დადიოდნენ

მამა ილია ჩიკვაიძე სასულიერო პირების მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების გამოყენებას უარყოფითად აფასებს. მამა ილია ქარელის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში მსახურობს. ის ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მთავარი რედაქტორია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

როგორც მამა ილიამ ქადაგებისას აღნიშნა, მაშინ, როცა ერი მშიერია, სასულიერო პირები 100 000 დოლარიანი ავტომანქანებით არ უნდა დადიოდნენ.
სხვა სასულიერო პირების მსგავსად ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეც.

მეუფის ავტომობილის ფოტოები ქიზიყი.ge-მ ავტოვაჭრობით დაკავებულ ადამიანებს აჩვენა და მისი ღირებულებით დაინტერესდა. მათი ინფორმაციით, შავი ფერის ტოიოტა პრადოს ფასი სავარაუდოდ, 35 000 დან 60 000-მდე მერყეობს.

სტანდარტული სანომრე ნიშნებისგან განსხვავებულია მეუფე მელქისედეკის ავტომობილის ნომერიც. მელქისედეკის ინიციალებისგან შედგენილი ნომრის MKH – 777 ფასი სავარაუდოდ 300-ლარს აღწევს.

მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად: „სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 111; 222; 333; 444; და ა.შ. — 250 ლარი“.

გარდა ამისა, ფუფუნების საგნებითაა მოწყობილი დედოფლისწყაროში მდებარე ეპარქიის შენობაც