სახლში ალერგიის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზია მტვერი. ჰაერში მოტივტივე მტვრის ნაწილაკები, ალერგენები აღწევენ ჩვენს სასუნთქ სისტემაში და იწვევენ ცემინებას, ხველებას და ბრონქული ასთმის გამოწვევაც შეუძლიათ. ალერგიის გამოხატულებაა, აგრეთვე, კანის სიწითლე და ქავილიც.
ნებისმიერ სახლში, მტვრის დაგროვებისთვის, უამრავი კერა არსებობს: ნოხები, წიგნის კარადები, თაროები, შინაური ცხოველის ბეწვი თუ სხვა.
სტატიაში განვიხილავთ კლიმატური ტექნიკის როლს, რაც ძალიან ხშირად ხდება ალერგიის გამომწვევი ან ხელშემწყობი ფაქტორი მაინც.
როგორ შეიძლება გამათბობელი იწვევდეს ალერგიას?
ბაზარზე გათბობის უამრავი სისტემა არსებობს. ზოგიერთი მათგანი ჰაერს ვენტილატორიანი მექანიზმით, ჰაერის დაბერვით ათბობს და შესაბამისად, სახლში დაგროვებულ მტვრის ნაწილაკებს მთელ სივრცეში ფანტავს. ასეთი მოწყობილობებია ელექტრო კონვექტორები და თბოვენტილატორები.
ანტიალერგიულ გამათბობლებს მიეკუთვნება:
- ინფრაწითელი გამათბობლები
- ზეთის რადიატორები
- ცენტრალური გათბობა
- იატაკის გათბობა
ამ ტიპის გამათბობლები არ წარმოქმნიან ალერგენებს ან რაიმე ისეთი სახის ნივთიერებებს, რასაც ალერგიის გამოწვევა ან გაძლიერება შეუძლია. მიზეზი კი მარტივია - გათბობის ამ მეთოდით არ ხდება ჰაერში მტვრის ცირკულირება.
ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხო ცენტრალური გათბობაა, რომელიც თერმოინდუსტრიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. აქ დაგვხდებათ იტალიური ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი.
გათბობის სისტემებით გამოწვეული ალერგიული რეაქციების შესამცირებლად, აუცილებელია, მათი სათანადო მოვლა, რეგულარული წმენდა და ხშირი ვენტილაცია.
მაღალი ხარისხის ჰაერის ფილტრების გამოყენება, ჰაერის გამწმენდების დაყენება და ტენიანობის დონის კონტროლი დაგეხმარება ალერგენების შემცირებაში და შიდა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში.
რეკომენდაციების თანახმად, სახლში ტენიანობა უნდა იყოს 50%-ზე დაბლა.
და ბოლოს, გახსოვდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გათბობის სისტემების რეგულარულად შემოწმებას პროფესიონალების მიერ.